* * *

ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.
ადამიანი უდანაშაულად ითვლება ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.
დაცვის უფლება გარანტირებულია.

Share on Facebook
 

იპოთეკა

ტერმინი “იპოთეკა” წარმოიშვა საბერძნეთში. იპოეკა ეწოდებოდა ბოძს, რომელსაც კრედიტორები სვამდნენ მოვალის მიწაზე მისი პასუხისმგებლობის აღსანიშნავად. ბოძს ქონდა მიმაგრებული წარწერა, რომლიც აღნიშნავდა, რომ მიწა სესხს უზრუნველყოფდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის მიხედვით უძრავი “ნივთი შეიძლება ისე იქნას გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილბლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით”. აღსანიშნავია, რომ ერთი და იგივე ნივთი იპოთეკით შეიძლება დაიტვირთოს რამოდენიმეჯერ. ამ შემთხვევაში რიგითობა განისაზღვრება რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენის თარიღის მიხედვით. რეგისტრაციას კი ახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. მხოლოდ ამ რეგისტრაციის შედეგად იძენს იურიდიულ ძალას იპოთეკის ხელშეკრულება. იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება არ უზღუდავს მესაკუთრეს ისარგებლოს, გაასხვისოს ან სხვაგვარად დატვირთოს ქონება და ამ მოქმედებების განხორციელება არ საჭიროებს იპოთეკარის თანხმობას. იპითეკა არ ვრცელდება ნივთის ნაყოფზე, თუ რა თქმა უნდა მხარეებმა თავად არ განსაზღვრეს ამ უფლების შესახებ ხელშეკრულებაში.
თუ მოვალე არ შეასრულებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზება. თუ მოვალე და კრედიტორი ვერ თანხმდებიან, საკითხს გადაწყვეტს სასამართლო. საქმე შეიძლება ასევე განიხილოს კერძო არბიტრაჟმაც, თუ ამის შესახებ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკურლების გაფორმებისას.
კანონი განსაზღვრავს ასევე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ცნებას. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება საგადასახადო ვალდებულების შესრულება უზრუნვეკყოს საგადასახადო დავალიანების მქონე გადამხდელის ქონებიდან. ეს უფლება წარმოიშვება საგადასახადო დავალიანების აღიარებით ან ამ დავალიანებაზე დავის დაწყებისთანავე. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის ხანდაზმულობის ვადაა 6 წელი. იპოთეკა გაუქმებულად ითვლება დავალიანების დაფარვის, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ან იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციისთანავე.

© 2010 www.konstantine.ge All Rights Reserved